საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა მე-11 საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით 2025 წლის 24-25 ივნისს გაიმართება სტუდენტთა მე-11 საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სწავლების სამივე საფეხურის  სტუდენტს ფაკულტეტის აკადემიური ან მოწვეული პერსონალის ხელმძღვანელობით. ერთ სტუდენტს შეუძლია იყოს მაქსიმუმ ერთი აბსტრაქტის ავტორი/თანაავტორი. ერთი მოხსენების ავტორი/თანაავტორი შეიძლება იყოს მაქსიმუმ ორი სტუდენტი.

 

კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:

  • სოციოლოგია
  • სოციალური მუშაობა
  • ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია
  • პოლიტიკის მეცნიერება
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • საზოგადოებრივი გეოგრაფია

 

მონაწილეობის მსურველებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოგზავნონ  27 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: socpol.science@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიუთითონ „სტუდენტური საფაკულტეტო კონფერენცია“. მიმოწერაში (CC-ში) ჩართული უნდა იყოს სამეცნიერო ხელმძღვანელიც, რომელმაც საპასუხო წერილით უნდა დაგვიდასტუროს, რომ რეკომენდაციას უწევს სტუდენტის მოხსენებას.

 

აბსტრაქტის შერჩევის შედეგები ავტორებს ელფოსტაზე ეცნობებათ 5 მაისს.

 

მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ მისამართზე: socpol.science@tsu.ge.

თარიღი: 11/04/2025